Have any questions? Feel free to contact us:
+995 577 209 299
auditplus2010@gmail.com

საბუღალტრო მომსახურება

აუდიტ პლიუს 2010 > საბუღალტრო მომსახურება

აუთსორსინგი

ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური საკონსულტაციო მომსახურება. ჩვენგან კლიენტები იღებენ ფართო ბიზნეს ოპერაციულ რჩევებსა და ხედვებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სააღრიცხვო, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურება.

ბუღალტრული აღრიცხვა

ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მაქსიმალურად ეფექტურად და თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული ფორმით გაგიწევენ შესაბამის ბუღალტრულ მომსახურებას, მაღალი სიზუსტით და ხარისხით მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაანალიზებენ თქვენ საჭიროებებს და მოგაწვდიან თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან შესაბამის ფინანსურ ინფორმაციას.

sabugaltro momsaxureba da finansuri auditi

ბუღალტრული მომსახურება მოიცავს:

  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადებას
  • საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებას
  • ხელფასების გაანგარიშებას
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას
  • გადასახადების ადმინისტრირებას
  • კონსულტაციები ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე
  • საბანკო გადარიცხვები
  • ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ზედამხედველობის სამსახურში (SARAS)
  • შესაბამისი პერიოდულობით ანგარიშგების მომზადება ან/და რეპორტინგი
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ან/და სხვა შესაბამის მარეგულირებელთან, ინფორმაციის წარდგენა.
  • საბუღალტრო ჩანაწერების აღდგენა/შემოწმება.

პირველადი დოკუმენტაციის მომზადება

ბუღალტრულ აღრიცხვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დოკუმენტაციის სწორად წარმოებას. როგორც საბუღალტრო ასევე საგადასახადო მიზნებისათვის, სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა უნდა ხორციელდებოდეს სათანადოდ შედგენილი პირველადი დოკუმენტების საფუძველზე. არასწორად შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული ოპერაციები, შესაძლოა საწარმოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური თუ სამართლებრივი სირთულების წყარო აღმოჩნდეს.

აღიარებული პრაქტიკით, იურიდიულ-სამართლებრივ დოკუმენტებია წერილობითი საბუთები, რომლებიც შედგენილია სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე იმ მოვლენების დასადასტურებლად, რომლებიც წარმოქმნიან პირის ან პირის არმქონე სუბიექტის უფლებებსა და ვალდებულებებს.

იურიდიული დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს: შედგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც წესი რეგლამენტირებულია დოკუმენტის ფორმა და შინაარსი, გაფორმების წესი, გამოყენების სფერო და სხვა. მხოლოდ წესების დაცვით შედგენილი დოკუმენტია ვარგისი სამართლებრივი ძალის მქონე უფლებებისა და ვალდებულებების დასადასტურებლად.

სათანადო დოკუმენტების ფონზე კონტრაგენტებს შორის დამოკიდებულება და ურთიერთობები ხდება მეტად გარკვეული, სტაბილური და პროგნოზირებადი.

საგადასახადო კოდექსი იძლევა საგადასახადო დოკუმენტის საკმაოდ სრულყოფილ განმარტებას:

  1. პირველადი საგადასახადო დოკუმნეტი არის წერილობითი საბუთი, რომლითაც იდენტიფიცირდება სამეურნეო ოპერაცაში მონაწილე მხარეები, მოიცავს მიწოდებული საქონლისა/გაწეული მომსახურების ჩამონათვალს, ღირებულებასა და რაოდენობას, აქვს თარიღი.
  2. სააღრიცხვო დოკუმენტი წარმოადგენს პირველად დოკუმენტს (მათ შორის პირველად საგადასახადო დოკუმენტს). ასეთ დოკუმენტაციას განეკუთვნება: ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც დგინდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და განისაზღვრება საგადასახადო ვალდებულებები.
  3. ჩვენ დაგეხმარებით ყველა კანონით გათვალისწინებული პირველადი დოკუმენტების შედგენაში (ინვოისი; მიღება-ჩაბარება; შედარების აქტი და სხვა;) და მათი შინაარისის სისწორის უზრუნველყოფაში, რათა მომავალში მიმუმამდე იქნას დაყვანილი უზუსტობით გამოწვეული შესაბამისი ფინანსური თუ საგადასახადო რისკები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტების ელექტონული არქივის შექმნა.

საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება

ყველა სამეურნეო ოპერაცია, რომელსაც კომპანია განახორციელებს ყოველდღიურად აისახება შესაბამის საბუღალტრო სისტემაში. განსაკუთრებით მნიშვნელობანია გაყიდვების, შესყიდვებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის დაუყოვნებილ ასახვა, რადგან კომპანიის მენეჯმენტს მუდმივად ქონდეს ინფორმაცია მიმდიანრე ვალდებულებებსა თუ მოთხოვნებზე. აღნიშნული ასევე ხელს უწყობს საგადასახადო დეკლარაციების სიზუსტის მონიტორინგსა და ფინანსური რეპორტინგის წარმოებას. სხვა დანარჩენი ოპერაციების აისახება, თანმიმდევრობით, შეთანხმების საფუძველზე პრიორიტეტების მიხედვით. თვის დახურვა განხორციელდება არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა. სწორედ წარმოებული ბუღალტრული სააღრიცხვო სისტემა იძლევა ყველა იმ საჭირო ინფრომაციას, რაც კომპანიაში მომხდარ ან მოსალოდნელ მოვლენებს უკავშირდება. ასეთი ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი და დროული ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებისათვის.

ხელფასების დაანგარიშება

კომპანიაში თანამშრომლების ზრდასთან ერთად მატულობს სახელფასო სტრუქტურის შემუშავების საჭიროებაც და შესაბამისი სტრუქტურის სირთულეც. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ერთი საწარმო შესაძლოა ხელფასის დაანგარიშების რამდენიმე კალკულაციას იყენებდეს. მაგალთად: ფიქსირებული ხელფასის დარიცხვა; ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ბონულსების გამოთვლა; დაქვითვის კომპონენტების შექმნა;  დამატებითი სარგებლის გამოთვლა; ზენორმატიული შრომის ცალკე გამოყოფა და ა.შ.;

სწორი სახელფასი სტრუქტურა და მისი კალკულაციები, რომელიც დაუყოვნებლივ იქნება ბუღალტრულ პროგრამაში ასახული, სახელფასო ბიუჯეტის დროული და სამართლიანი განაწილების მოგცემთ საშუალებას, ასევე დაზოგავს მენეჯმენტის დროს, რაც დამატებით სხვა მნიშვნელოვან საკითხებში ჩართულობის შესაძლებლობას იძლევა.

საგადასახადო დეკლარაციების მომზადება-წარდგენა

საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარდგენა მოხდება კანონით დადგენილი წესით, კანონით დადგენილ ვადებში. დეკლარირებული ციფრები იქნება სრულ თანხვედრაში არსებულ დოკუმენტებთან. ამ ნაწილში კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომელიც თავისმხრივ აზღვევს რისკებს.

გადასახადების ადმინისტრირება

ჩვენი ბუღალტრები დროულად მოგაწვდიან ინფორმაციას ყელა მოსალოდნელი გადასახადის შესახებ, რათა მენეჯმენტს ქონდეს დრო შესაბამისი თანხების მობილიზებისათვის და ბიუჯეტთან დროული ანგარიშსწორებისათვის.

კონსულტაციები ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე

კონსულტაციებსა და რჩევებს, როგორც ფინანსურ ასევე საგადასახადო საკითხებში, მიიღებთ უწყვეტ რეჟიმში. დაუყოვნებლივ გაგაცნობთ სფეროსთვის მნიშვნელოვან ყველა ცვლილებასა და სიახლეს.

საბანკო გადარიცხვები

შეთანხმების საფუძველზე ჩვენ გავამზადებთ ყველა ტიპის საგადახდო დავალებას, ხელფასები, მომწოდებლებზე გადახდები, საბიუჯეტო გადარიცხვები და სხვა; როგორც ეროვნულ ასევე უცხოურ ვალუტაში.

sabanko gadaricxvebi

ზედამხედველობის სამსახურისათვის ანგარიშგების მომზადება და წარდგენა (SARAS)

იმ შემთხვევაში თუ კომპანია იქნება III ან IV ზომითი კატეგორიის საწარმო, ჩვენ მოვამზადებთ და წარვადგენთ ზედამხედველობის სამსახურში შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებას. რაც შეეხება I და II ჯგუფის საწარმოებს, სავალდებულოა აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება. I კატეგორიის ანგარიშგება უნდა მომზადდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით; ხოლო II კატეგორიის ანგარიშგება შესაძლოა მომზადდეს როგორც მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარგების (მსს ფასს სტანდარტები) შესაბამისად, ასევე (ფასს)  სტანდარტების მიხედვით.

ყოველთვიური ფინანსური რეპორტინგი

იმისათვის, რომ საწარმოს მენეჯმენტმა შეძლოს სწორდი დაგეგმარება, წარსულში მომხდარი მოვლენების ზუსტი ანალიზი, სხვადასხვა შესადარისი პერიდოების შედარება და დროული მანევრირება, მნიშვნელოვანია ყოველთვიური ფინანსური რეპორტინგის წარმოება: ბალანსი; მოგება/ზარალი; ფულადი ნაკადების მძრაობის უწყისი და კაპიტალის მოძრაობის უწყისი.

ფინანსური რეპორტინგი მომზადებული იქნება დასრულებული თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა. განსაკუთრებულ მუხლებს ექნება ცალკე ნოთები, სადაც უფრო დეტალურად შეძლებს მენეჯმენტი გაიგოს კონკრეტული ციფრის მნიშვნელობა და წარმომავლობა. ასევე გავაკეთებთ დებიტორ-კრედიტორების ვადიანობების ანალიზს. შემოსავლებისა და ხარჯების შედარებას, შესადარის პერიოდებთან

სტატისტიკა და სხვა მარეგულირებლები

მოვამზადებთ/წარვადგენთ ყველა საჭირო ინფორმაციებს სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოში, ასევე არსებობის შემთხვევაშის მოვამზადებთ ინფორმაციებს სხვა მარეგულირებელის მიერ მოთხოვნების შესაბამისად.

ძველი პერიოდის აღდგენა

ჩვენი სერვისი მოიცავს წინა (არახანდაზმული) პერიოდის აღდგენას. კოდუმენტაციების სისწორის ანალიზსა და დეკლარირებული ინფორმაციის მონიტორინგს. გამოვლენილ ხარვეზებსა და არსებული რისკების შესახებ ინფორმაციას მიღებთ რეპორტის სახით.

Share This