Have any questions? Feel free to contact us:
+995 577 209 299
auditplus2010@gmail.com

საგადასახადო მომსახურება

აუდიტ პლიუს 2010 > საგადასახადო მომსახურება

გადასახადებით დაბეგვრის სერვისების სრული მომსახურება

კრესტონ ჯორჯია გთავაზობთ კვალიფიციური გუნდის მომსახურებას და გთავაზობით  გადასახადებით დაბეგვრის სერვისების სრულ სპექტრს. აღნიშნული სერვისის მიზანი არის ის, რომ თქვენი კომპანიის საგადასახადო რისკები მინიმუმამდე იყოს შემცირებული და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აღმოფხვრილ იქნას კომპანიისათვის საგადასახადო სანქციების დაკისრების შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი ბიზნესისთვის მათ შორის დამწყები კომპანიებისთვის, საგადასახადო რისკები არის საოპერაციო საქმიანობის თანმდევი, რომელიც კომპანიის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.ასეთი რისკების მართვა არის არსებითად მნიშვნელოვანი, სხვა შემთხვევაში კომპანიაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე წარმოშობილმა საგადასახადო ვალდებულებებმა და დაკისრებულმა სანქციის თანხებმა შესაძლოა ისეთ სიდიდეს მიაღწიოს, რომ კომპანია იძულებული გახდეს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა.sagadasaxado momsaxureba

კვალიფიციური საგადასახადო აუდიტის შექმნა

აღნიშნული რისკებისგან დაზღვევის საუკეთესო საშუალებას კვალიფიციური აუდიტორების მიერ ჩატარებული საგადასახადო აუდიტის, ასევე საგადასახადო დაბეგვრის სხვა საკონსულტაციო სერვისების მიღება წარმოადგენს.ჩვენ გთავაზობთ ბიზნესის როგორც სრულ საგადასახადო აუდიტს, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის დეკლარირების სისწორის შემოწმებას, ასევე აუდიტს ცალკეული გადასახადებისა და თემატიკის მიხედვით. ჩვენი სერვისის მიღების შედეგად თქვენ ღებულობთ საგადასახადო ვალდებულებების აუდიტის შედეგების შესახებ დეტალურ წერილობით ანგარიშს, რომელშიც სრულად იქნება აღწერილი აუდიტის შედეგად გადასახდელი/შესამცირებელი გადასახების ზუსტი ოდენობა, აუდიტის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების გზები, ასევე საკითხები რომელიც ზოგად საგადასახადო რისკს წარმოადგენს კომპანიისათვის და განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს.

ურთიერთობა სსიპ შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ სერვისს გაცილებით უფრო მეტ ღირებულებას სძენს ის გარემოება, რომ ჩვენს კომპანიას რეგულარული  შეხება გააჩნია სსიპ შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო დავის წარმოებისა თუ სხვადასხვა პროცესებში (მ.შ. კანონშემოქმედებითი საქმიანობის ნაწილში) მონაწილეობიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე კომპანიაში დაგროვილია ძალიან დიდი ინფორმაცია,  ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ საგადასახადო ორგანოს დაბეგვრის სხვადასხვა მიდგომებსა თუ გადასახადების გამოანგარიშების პრინციპების შესახებ, რაც ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში სამომავლოდ სრულად გამორიცხავს ჩვენი კომპანიის კლიემტებისათვის გადასახადებისა და სანქციის თანხების დაკისრების შესაძლებლობას. კლიენტთა მომსახურების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მაღალ დონეზეა დაცული კლიენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენცილურობის საკითხი, აღნიშნული მიიღწევა ჩვენს კომპანიაში დანერგილი სხვადასხვა სახის  შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების ხარჯზე, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს კლიენტის კონფიდენციალობის მაღალ დაცულობას.

საგადასახადო ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება

კომპანიის წარმატებული მართვა გლობალიზაციის ეპოქაში დიდ დროით რესურსსა და ენერგიას მოითხოვს, განსაკუთრებით ისეთი კომპანიების შემთხვევაში რომლებიც მხოლოდ ქართულ ბაზარზე არ ოპერირებენ. ასეთ შემთხვევაში, ეფექტური მართვისთვის და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მენეჯმენტს ესაჭიროება ორგანიზაცია რომლისთვისაც ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით არსებული ადგილობრივი საგადასახადო ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება. სწორედ ამის საშუალებას გაძლევთ Kreston-ის გლობალური ქსელი.

საგადასახადო დაბეგვრა

წევრი კომპანიები მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში, ფლობენ რა საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით არსებულ ცოდნასა და უდიდეს გამოცდილებას, თანამედროვე მიდგომებისა და ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის მაღალპროფესიულ დონეზე ცოდნიდან და მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებიდან გამომდინარე უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის საკონსულტაციო სერვისის მიწოდებას მათი კლიენტებისათვის.sagadasaxado momsaxurebis dabegvra

ჩვენთან პარტნიორობა

პარტნიორობის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ხარისხიან საგადასახადო მომსახურებას რომელიც ეფუძნება როგორც ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის მაღალპროფესიულ დონეზე ცოდნას, ასევე საგადასახადო დაბეგვრაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ გამოცდილებას. ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით დამატებით აღვნიშნავთ რომ კომპანიას გააჩნია საგადასახადო აუდიტის მომსახურების მართვის საკუთარი მეთოდოლოგია, რაც გამოიყენება ჩვენი ქსელის წევრი კომპანიების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხარისხის კონტროლი ხორციელდება როგორც ჩვენს მიერ, ასევე ცენტრალიზებულად ჩვენი ქსელის სათაო ოფისის მიერ, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე წინასწარ  დამტკიცებული მანუალური სახელმძღვანელოს მიხედვით.საგადასახადო აუდიტის მიმდინარეობისას ხორციელდება ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების შეკრება და ანალიზი, რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სისწორე, გავცეთ რეკომენდაციები გადასახადების ოპტიმიზაციის მიზნით, თქვენ თანამშრომლებს გავუწიოთ ღირებული კონსულტაციები თუ როგორ მოახდინონ გამოვლენილი ხარვეზების გასწორება. რაც ყველაზე მნიშვნელვანია, ჩვენ გთავაზობთ ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებთ გრძელვადიანი მიზნებისათვის, თქვენ შეძლებთ თავად გააკონტროლოთ მნიშვნელოვანი საგადასახადო რისკები  და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები მათთან გამკლავების მეთოდებთან დაკავშირებით.

საგადასახადო აუდიტი მოიცავს:

  • მიმდინარე საგადასახადო დეკლარაციების აუდიტს;
  • გასული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების აუდიტს.

მიმდინარე საგადასახადო დეკლარაციების აუდიტი

გულისხმობს თქვენი კომპანიის ყოველთვიული ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით.

მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ უწვეტ რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია არსებული საგადასახადო მიდგომებისა და პრაქტიკის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენ მიერ მომავალში შეცდომების დაშვების რისკს. ჩვენგან უწყვეტად მიიღებთ ისეთ ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობაში ამოქმედებული და მომავალში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომელიც რელევანტური იქნება თქვენი კომპანიის საქმიანობასთან მიმართებაში.

შესაბამისად თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა წინასწარ, საგადასახადო ჭრილში შეაფასოთ მომავალში განსახორციელებელი სამეურნეო ოპერაცია და ამის გათვალისწინებით მიიღოთ სწორი საოპერაციო გადაწყვეტილება.

მიმდინარე საგადასახადო დეკლარაციების აუდიტი მოიცავს

  • კომპანიის საბუღალტრო აღიცხვის მონიტორინგს;
  • საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დეკლარაციების შემოწმებასა და გამოვლენილ უზუსტობებზე რეკომენდაციის გაცემას;
  • კომპანიაში ყოველთვიურ ვიზიტს შესაძლო საგადასახადო რისკებისა და არაელექტრონული დოკუმენტების ადგილზე გასაცნობად;
  • რიგ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებაში დახმარებასა და კონსულტირებას;
  • კონკრეტული საგადასახადო შემთხვევებისა და კომპანიის მიერ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულებების დამუშავებასა და ანალიზს საგადასახადო კუთხით;
  • კომპანიის ბუღალტრის მყისიერ კონსულტირებას სატელეფონო და წერილობითი ფორმით;
  • კომპანიისთვის რელევანტური საგადასახადო ცვლილებების, სიახლეების და აქტუალური თემების შესახებ კონსულტირებას;
  • ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშის წარდეგენას, კომპანიის საგადასახადო რისკებისა და აღრიცხვიანობის მდგომარეობის შეფასების თაობაზე.
  • კომპანიაში დანიშნული საგადასახადო შემოწმების პროცესში უშუალოდ ჩართვას და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აღნიშნული პროცესის კომპანიის ინტერესების შესაბამისად წარმართვას.
  • საგადასახადო დავის პროცესში (ასეთი საჭირობების არსებობის შემთხვევაში) ჩართვას.

გასული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების აუდიტი გულისხმობს შესამოწმებელ განვლილ პერიოდებში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ანალიზს საგადასახადო ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების დადგენის მიზნით, კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას.

აუდიტის პროცესში მოწმდება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი

  • საშემოსავლოგადასახადი;
  • მოგებისგადასახადი;
  • დღგ;
  • აქციზი;
  • ქონებისგადასახადი;
  • იმპორტი;
  • მოსაკრებლები.

საგადასახადო აუდიტის პროცესის დასკვნით ეტაპზე ჩვენ წარმოგიდგენთ დეტალურ ანგარიშს საგადასახადო ვალდებულებებისა და რისკების შესახებ, ანგარიშში დეტალურად იქნება მოცემული, გამოვლენილი ხარვეზები და მათი გამოსწორების გზები.  ასევე, რაც არც თუ ისე ხშირია აუდიტორულ ბაზარზე, ჩვენი კომპანია არ შემოიფარგლება ზოგადი რჩევებითა და რეკომენდაციებით და  მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას გადასახდელი/შესამცირებელი გადასახადების კონკრეტული თანხების შესახებ, შესაბამისი გადასახადებისა და საგადასახადო პერიოდების მიხედვით. გარდა ამისა გაგაცნობთ თქვენი კომპანიის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ ზოგად საგადასახადო რისკებს, რათა მომავალში საოპერაციო ნაბიჯების დაგეგმვისას შეძლოთ სექტორში არსებული საგასახადო რისკებისა და საფრთხეები გათვალისწინება. საგადასახადო ვალდებულებების აუდიტის საბოლოო ანგარიშის ყველა ჩანაწერი გავლილი, შეთანხმებული და განმარტებული იქნება კომპანიის წარმომადგენლებისათვის.

საგადასახადო ვალდებულებების აუდიტი მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

  • კომპანიის მიერ მოწოდებლი დეკლარირებული ინფორმაციის შესწავლასა და დამუშავებას;
  • კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის შესაბამისობის შემოწმებას პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებთან მიმართებაში;
  • გამოვლენილი ხარვეზების, არსებული საგადასახადო რისკებისა და მათი განეიტრალების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების განხილვას თქვენთან ერთად;
  • მოსაზრებების გაზიარებას გადასახადების მაქსიმალურად ოპტიმალურად და ეფექტიანად მართვის კუთხით;
  • საგადასახადო ვალდებულებების აუდიტის ანგარიშის წარდგენას;
  • აუდიტის პროცესის შედეგად გამოვლენილი უზუსტობების გასწორების პროცესში დახმარებას;
  • კომპანიაში დანიშნული საგადასახადო შემოწმების პროცესში უშუალოდ ჩართვას და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აღნიშნული პროცესის კომპანიის ინტერესების შესაბამისად წარმართვას;
  • საგადასახადო დავის პროცესში (ასეთი საჭირობების არსებობის შემთხვევაში) ჩართვას.
Share This