Have any questions? Feel free to contact us:
+995 577 209 299
auditplus2010@gmail.com

ფინანსური აუდიტი

აუდიტ პლიუს 2010 > ფინანსური აუდიტი
აუდიტ პლიუს 2010 > ფინანსური აუდიტი

მარწმუნებელი მომსახურება

ასეთი ტიპის მომსახურება წარმოადგენს დამოუკიდებელ პროფესიულ მომსახურებას, რომლის მიმწოდებლებიც პროფესიონალი აუდიტორები ან აუდიტორული ფირმები არიან. ასეთი მომსახურების მიზანია ინფორმაციის ხარისხის იმგვარი გაუმჯობესება რომ გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის სანდო იყოს და მათ შეძლონ მიწოდებულზე ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი (მათ შორის ეკონომიკური) გადაწყვეტილებების მიღება. ბიზნესსა და დაინტერესბულ პირებს შორის ეფექტური ურთიერთობა მათ შორის დამყარებულია სწორედ რომ ნდობაზე.

მარმწუნებელი მომსახურება გულისხმობს პროფესიონალი აუდიტორის მიერ დასკვნის გამოტანას იმ მიზნით რომ დაინტერესბული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის სანდოობის ხარისხი აამაღლოს, იმ შემთხვევებში როდესაც დაინტერესებული პირი განსხვავდება წარმოდგენილ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისგან.

დამოუკიდებლობა  აუდიტის და აუდიტორული ფირმების და მათი რისკები

მარწმუნებელი მომსახურების გაწევისას აუდიტორული ფირმა დამოუკიდებელი უნდა იყოს,. დამოუკიდებლობის საფრთხეების სახეობებია:

  • პირადი ანგარების საფრთხე – წარმოიშვება როდესაც აუდიტორის ქმედება გამოწვეულია საკუთარი ფინანსური, ემოციური ინტერესების დაკმაყოფილების მოტივით.
  • თავდაჯერებულობის საფრთხე – წარმოიშვება როდესაც აუდიტორს უწევს შეამოწმოს თავის მიერ ჩატარებული სამუშაო ან სამუშაოს ნაწილი.
  • არალეგალური დაცვის საფრთხე – წარმოიშვება როდესაც აუდიტორი წარმოგვიდგება როგორც კლიენტის ინტერესების დამცველი ან კლიენტის ინტერესების საპირისპირო პოზიციის დამცველი პირი და არა როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი.
  • ფამილიარული ურთიერთობების საფრთხე – წარმოიშვება როდესაც აუდიტორზე ზემოქმედებენ კლიენტთან ახლო ურთიერთობებით განპირობებული რისკები და გარემოებები.
  • შანტაჟის საფრთხე – წარმოიშვება როდესაც აუდიტორი კლიენტის ან სხვა დაინტერესებული პირის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება ან თავს ზეწოლის ქვეშ მყოფად მიიჩნევს.
Share This